ახალი ამბები

რუსთაველი რუსთაველზე – 26 მაისის ღონისძიებები თბილისში [ვიდეო]

26 მაისი, 2017 • 3808
რუსთაველი რუსთაველზე – 26 მაისის ღონისძიებები თბილისში [ვიდეო]

დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა.

წელს დღესასწაულის მთავარი თემა შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი” იყო. მსახიობებმა პოემა ხმამაღლა წაიკითხეს, ბავშვემა პოემის პერსონაჟები დახატეს, ცალკე პავილიონში გამოიტანეს პოემის ძველი ხელნაწერები. პარლამენტის წინ დაიდგა “ქაჯეთის ციხის” მაკეტი, ხოლო იქვე მოწყობილ “მიჯნურთა ხეივანში” წყვილებმა სიმბოლურად იქორწინეს.

რუსთაველის გამზირი სრულად გადაიკეტა. მოეწყო სტენდები და გასაყიდად სხვადასხვა სახის პროდუქცია გამოიტანეს. მათ შორის, ქართული სტარტაპების ნაწარმი. დღესვე თავისუფლების მოედანზე 300-მა ახალწვეულმა საჯაროდ ფიცი დადო.

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულების ფიცი ჩაიბარა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 26.06.17 ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულების ფიცი ჩაიბარა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 26.06.17 ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულების ფიცის დადებას მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტარები და პატრიარქი ესწრებოდნენ 26.06.17 ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულების ფიცის დადებას მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტარები და პატრიარქი ესწრებოდნენ 26.06.17 ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრნენ პრემიერ- მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა პირები. 26.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

პარლამენტის წინ "ქაკეთის ციხის" მაკეტი დაიდგა 26.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

პარლამენტის წინ “ქაკეთის ციხის” მაკეტი დაიდგა 26.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მსურველებმა დღეს "ვეფხისტყაოსნიდან" სტროფები გადაწერეს 26.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მსურველებმა დღეს “ვეფხისტყაოსნიდან” სტროფები გადაწერეს 26.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი