ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ვიდეო]

25 მაისი, 2017 • 8183
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ვიდეო]

25 მაისს თბილისში, “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში, თბილისის რიგით მე-19 წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც 28 მაისამდე გაგრძელდება. ფესტივალი მე-11 პავილიონში, ყოველდღე, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ჩატარდება.

საგამოფენო სივრცეში ათობით გამომცემლობაა წარმოდგენილი, რომლებიც მკითხველს ყველა ტიპის ლიტერატურას ფასდაკლეით სთავაზობენ.

გარდა წიგნის ბაზრობისა, ფესტივალზე შესაძლებელია მწერლებთან შეხვედრა, მათთან დისკუსიებზე დასწრება. ასევე დაგეგმილია ახალი წიგნებისა და თარგმანების პრეზენტაცია. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა “ნორვეგიაა” და თბილისში 4 ნორვეგიელი მწერალი სტუმრობს. სრულ პროგრამას გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი