ახალი ამბები

კალაძე თბილისის მერობაზე: მე ვარ გუნდური მოთამაშე, მაისის ბოლოს გახდება ყველაფერი ცნობილი

25 მაისი, 2017 • 2195
კალაძე თბილისის მერობაზე: მე ვარ გუნდური მოთამაშე, მაისის ბოლოს გახდება ყველაფერი ცნობილი

კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს  ვიცეპრემიერი და იმავდროულად ენერგეტიკის მინისტრი თბილისის მერად არჩევისთვის, კახა კალაძე პასუხობს:

“მაისის ბოლოს, უახლოეს დღეებში, დავიწყებთ პოლიტიკურ საბჭოში განხილვას კანდიდატებთან დაკავშირებით და ცნობილი იქნება [მერობის და თვითმმართველობების] კანდიდატების ვინაობა.

რაც შეეხება თვითონ პროგრამას, მიმდინარეობს კვლევა როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქცეყნის მასშტაბით და პროგრამა იქნება გაწერილი მოსახლეობის პრიორიტეტების მიხედვით. მოდი, დაველოდოთ… დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპაუხისმგებლო თანამდებობა მიკავია და ეს არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ქვეყნის სიმდიდრის და ეკონომიკის განვითარებისთვის. თუმცა გუნდის გადაწყვეტილებას მე ყოველთვის ვემორჩილები, ვარ გუნდური მოთამაშე. დაველოდით იმ გადაწყვეტილებას და იმ მსჯელობას, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება,” – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ჯერ უცნობია, ვინ იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატი თბილისში. მოქმედი მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ მას შეთავაზეს დაიკავოს აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტი, რომელიც ახლა ლაშა თორდიას უჭირავს და რომელსაც ზაფხულში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი