ახალი ამბები

კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას შეეძლება საწარმო არაგეგმურად შეამოწმოს

25 მაისი, 2017 • 1653
კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას შეეძლება საწარმო არაგეგმურად შეამოწმოს

დღეს, 25 მაისს, მთავრობის სხდომაზე, “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე სხვა კანონპოექტებს განიხილავენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, პარლამენტისთვის მისი წარდგენა 2018 წელს იგეგმებოდა, მაგრამ სხვადასხვა უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ პარლამენტს კანონპროექტი 2017 წელს წარუდგინონ, თუ მას მთავრობა დაამტკიცებს. ცვლილებების თანახმად, შრომის ინსპექციას შეეძლება არაგეგმურად შევიდეს საწარმოოს შესამოწმებლად.

“მოწესრიგდა გეგმური და არაგეგმური შემოწმებების გრაფიკი, რომელსაც განახორციელებს შრომის ინსპექცია. თუკი, მაგალითად, გეგმური შემოწმების გრაფიკში შრომის ინსპექციას შეუძლია შევიდეს საწარმოში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეეძლება, რომ შევიდეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც იქნება ინფორმაცია  იმის შესახებ, ამა თუ იმ საწარმოში ამა თუ იმ უბანზე არის მაღალი რისკები, შრომის ინსპექციას შეეძლება არაგეგმურად  შევიდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც გაწერილია და მოწესრიგებული ის პროცედურები, რამაც ერთი მხრივ, მაქსიმალური მოქნილობა უნდა მისცეს მას, ვინც აკონტროლებს უსაფრთხოებას, მეორე მხრივ, არ უნდა შეუქმნას დამატებითი ბარიერები დამსაქმებლებს.

კანონის მთავარი ლაიტმოტივია, სამუშაო ადგილებზე ცალსახად და მკაფიოდ იყოს განსაზღვრული პასუხისმგებლობები, შექმნილი იყოს მექანიზმები, რომლებიც სამუშაო პირობებით მიღებული დაზიანებების პრევენციას შეძლებენ, ასევე გაწერილია შესაბამისი სანქციების და რეაგირების მოდული”,- განაცხადა სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე,

 

მასალების გადაბეჭდვის წესი