ახალი ამბები

ანონსი – 24 მაისი

23 მაისი, 2017 • 2036
ანონსი – 24 მაისი

09:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი გაუძღვება.

11:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, სტერეო პლუსის შვილობილი კომპანია დი +_ის ბრენდის დიჯიტალ ტვ-ის პრეზენტაცია გაიმართება. კომპანიის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი დამსწრე საზოგადოებას ახალი ციფრული საკაბელო ტელევიზიის შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას.

11:30 საათზე, საია მთავარ პროკურატურას ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის კანონთან შესაბამისობის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხვნით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს.  მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის 24, მთავარი პროკურატურა.

12:00 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისო კომისიის სპეციალური სხდომა გაიმართება. თემა: სახელმწიფო ენის – ქართულის ცოდნის დონის ამაღლება და აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობა. მისამართი: მთავრობის ადმინისტრაცია, მესამე სართული, შეხვედრების ოთახი #1.

13:00 საათზე, დიღომში,  სპორტკომპლექს „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე მდებარე სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ქართული სპორტის სტატისტიკის ვებ-საიტის – www.sportstat.gov.ge  პრეზენტაცია.  

13:00 საათზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის საყოველთაო რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბ. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო .ა. მიცკევიჩის 29/29ა საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია 577173004.

14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე სასწავლო კურსს გახსნის. სწავლება სამართლებრივ წერაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისთვის ტარდება. მის.: ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა №275 სასტუმრო „ჯორჯია პალასი“.

14:00 საათზე აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის წევრებთან ერთად საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს საპატიო გვირგვინით შეამკობს. საკონტაქტო: 577 20 90 00

მასალების გადაბეჭდვის წესი