ახალი ამბები

როგორ აღმოჩნდა ქუმსიშვილი მედვედევის გვერდით – ფოტო BSEC-ის სამიტიდან

23 მაისი, 2017 • 3846
როგორ აღმოჩნდა ქუმსიშვილი მედვედევის გვერდით – ფოტო BSEC-ის სამიტიდან

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, თუ როგორ აღმოჩნდა რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის გვერდით 22 მაისს თურქეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) საიუბილეო სამიტში მონაწილეთა სამახსოვრო ფოტოზე.

“მედვედევთან არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, ეს იყო პროტოკოლური ფოტო,” – განუცხადა ქუმისშვილმა დღეს, 23 მაისს, ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც თურქეთის პრემიერ ბინალი ილდირიმს უმასპინძლეს.
BSEC-ის 25 წლის საიუბილეო სამიტს 18-22 მაისს სტამბოლმა უმასპინძლა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნებია ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა.
დიმიტრი ქუმსიშვილი დიმიტრი მედვედევის გვერდით BSEC-ის ღონისძიებაზე სტამბოლში, 22.05.2017. EPA/ERHAN ELALDI / ANADOLU AGENCY / POOL

მასალების გადაბეჭდვის წესი