ახალი ამბები

გალაკტიონის ხიდის ქვეშ მანქანა ამოტრიალდა

23 მაისი, 2017 • 2070
გალაკტიონის ხიდის ქვეშ მანქანა ამოტრიალდა

დღეს, 23 მაისს, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გალაკტიონის ხიდის ქვეშ მანქანა ამოტრიალდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მანქანა ბორდიურს დაეჯახა, შედეგად, მძღოლი მსუბუქად დაზიანდა.

პოლიციის ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

ამ მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი