ახალი ამბები

აფეთქება მანჩესტერის არენაზე – არის ათობით მსხვერპლი

23 მაისი, 2017 • 5452
აფეთქება მანჩესტერის არენაზე – არის ათობით მსხვერპლი

გაერთიანებულ სამეფოში, მანჩესტერის არენაზე კონცერტის დროს აფეთქება მოხდა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, დაიღუპა 22, მათ შორის ბავშვები, და დაშავდა 56 ადამიანი. ასევე BBC იუწყება,  რომ აფეთქება ადგილობრივი დროით 22:35 საათზე მოხდა, როდესაც არენაზე მომღერალ არიანა გრანდის კონცერტი მიმდინარეობდა.

პოლიცია აცხადებს, რომ ტერორისტი იყო ერთი ადამიანი, რომელმაც სახლის პირობებში დამზადებული ნაღმი აამოქმედა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, ტერორისტული აქტია. მეიმ თავისი წინასაარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერა და მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა.

 

სოციალურ ქსელ “თვითერზე” ვრცელდება რამდენიმე ადამიანის ფოტო, რომლებსაც ეძებენ. “თვითერზე” ასევე გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებენ, რომ აფეთქება “ისლამურმა სახელმწიფომ” მოაწყო, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ არის დადასტურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი