ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე: საქართველომ და თურქეთმა სამაგალითო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს

22 მაისი, 2017 • 1938
მიხეილ ჯანელიძე: საქართველომ და თურქეთმა სამაგალითო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს

დღეს, 22 მაისს, საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდიმირის ვიზიტი დაიწყო. თურქეთის ოფიციალური დელეგაციის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 21:40 საათზე დაეშვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო.

“ეს ვიზიტი ასევე ემთხვევა საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს და უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა ჩვენი სუვენერიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისადმი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა სმაინისტროს ცნობით. თურქეთის  სამთავრობო  ვიზიტის ფარგლებში 23 მაისს გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატი 2016 წელს ამოქმედდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი