ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარის ცნობით, გალში გერმანიის მოქალაქე დააკავეს

22 მაისი, 2017 • 3403
აფხაზური მხარის ცნობით, გალში გერმანიის მოქალაქე დააკავეს

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკი წერს, აფხაზეთში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 22 მაისს, “სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის დარღვევის” გამო გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გერმანიის მოქალაქე დააკავეს.

როგორც გამოცემა წერს, გერმანიის მოქალაქე “საქართველოდან აფხაზეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შევიდა”.

ოფიციალური ინფორმაციითვე, “გერმანიის მოქალაქის განმარტებით, ის საფეხმავლო ტურიზმით არის დაკავებული და აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა”.

რუსულმა სასაზღვრო სამსახურმა, ოფიციალური ცნობით, შემდეგი საპროცედურო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, დაკავებული გერმანიის მოქალაქე აფხაზეთის შესაბამის ორგანოებს გადასცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი