ახალი ამბები

პროკურატურამ კლინიკა “ლანცეტის” მფლობელი დააკავა

22 მაისი, 2017 • 10722
პროკურატურამ კლინიკა “ლანცეტის” მფლობელი დააკავა

მთავარი პროკურატურის ცნობით, კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი დააკავეს. პროკურატურაში არ საუბრობენ, რა ბრალდებითაა დაკავებული კლინიკის ერთ-ერთ მფლობელი.

ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” პროკურატურას 2016 წლის ბოლოს მიმართა. საქმე ღვიძლის უკანონო ტრანსპალნტაციას ეხებოდა, რომლის შედეგადაც მოქალაქეები გარდაიცვალნენ. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, კლინიკის მფლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით დააკავეს.

სამედიცინო ცენტრი “ლანცეტი” 2014 წლის 12 მაისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მას შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ნებართვით, ცენტრში სრულდებოდა ურთულესი ოპერაციები შემდეგი მიმართულებებით: ორგანოთა ტრანსპლატაცია, გულსისხლძარღვთა სისტემა, ნეიროქირურგია, ონკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, თორაკო-აბდომინური ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია და სხვა.

ვრცლად ამ საკითხის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი