ახალი ამბები

დავით ნარმანიას თქმით, აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე მისი კანდიდტურა განიხილება

22 მაისი, 2017 • 2710
დავით ნარმანიას თქმით, აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე მისი კანდიდტურა განიხილება

თბილისის მერი დავთ ნარმანია ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს იმფორაციას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა გენერალური აუდიტორის პოსტზე მისი კანდიდატურა, დავით ნარმანია პასუხობს:

“კონსულტაციები მიმდინარებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის არის არჩევნებთან დაკავშრირებული საკითხი. როგორც კი დასრულდება კონსულტაციები, აუცილებლად გაიგებთ ამის შესახებ. რამდენიმე ვერსია განიხილება. მათ შოორის განიხილება ეს ვერსიაც,”- აცხადებს დავით ნარმანია.

კანონის თანახმად, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

ამჟამად ეს პოსტი ლაშა თორდიას უკავია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 ივლისს ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი