ახალი ამბები

ანონსი -22 მაისი

22 მაისი, 2017 • 2057
ანონსი -22 მაისი

12:00 საათზე, საიას ოზურეგთის  ოფისი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე   ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან (საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, გურიის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, გურიის ახალგაზრდული რესურსცეტრი) ერთად პრესკონფერენციას გამართავს. არასამთავრობოები თვითმმართველი ერთეულების სავარაუდო შემცირებას აპროტესტებენ.

მისამართი: საიას ოზურგეთის ოფისი ქ. ოზურგეთი, გაბრიელო ეპისკოპოსის 25.


14:00 საათზე, სარეფერენდუმო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით. სარეფერენდუმო საკითხი მომზადებული და ინიცირებულია პარტია “მემარცხენე ალიანსის” მიერ.

მისამართი: ცესკოს შენობა, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598 700 642


22-23 მაისს, ბათუმი კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს (IBF Batumi) უმასპინძლებს. მასში 6 მსოფლიო კლასის სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმს მიესალმება საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ფორუმი სასტუმრო ეიფორიაში (ბათუმი) ორშაბათს, 22 მაისს, 12.00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.


10:30 საათზე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სახალხო დამცველი დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშს გააცნობს.


11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თვითმმართველობის რეფორმა და 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერება; კონსტიტუციის პროექტი – შეხვედრები გერმანიაში ვენეციის კომისიათან.

მის: ნუცუბიძის ქ.#14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565


1:30 საათზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიგლა ბარამიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თვითმმართველობის რეფორმა; კონსტიტუციის პროექტი, ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინი და ოპოზიციისა და არასამთავრობოების ერთობლივი გეგმები; ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის საკითხი.

მის: ნუცუბიძის ქ.#14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული


11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს.


12:00 საათზე, „ეკო გარდენში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის წინასაარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვას გამართავს.

მის: აღმაშენებლის გამზ. #68


12:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ გაიმართება მრგვალი მაგიდა, სახელწოდებით „სამოქალაქო განათლების სწავლება: მიღწევები, პრობლემები, გამოწვევები“. შეხვედრას არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი