აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიწა–კლდის მეწყერი ჩამოწვა, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია

“აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კილომეტრზე ჩამოსულია მიწა-კლდის მეწყერი, რამაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ადგილზე გასულია ტექნიკა, მოხდება გზის გაწმენდა და უახლოეს პერიოდში მოძრაობა აღდგება”,- ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com