ბავშვისადმი გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ერთი ადამიანია დაკავებული 6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მოხდა.

შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმით ან ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com