ახალი ამბები

ანონსი, 20 მაისი, 2017

19 მაისი, 2017 • 2044
ანონსი, 20 მაისი, 2017

 

გთავაზობთ 20 მაისს, შაბათს საქართველოში დაგეგმილი ამბების ანონსს:


 

13.00   “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე პარტიის სხვა წევრებთან ერთად  მარჯანიშვილის მეტროსთან “დაიცავი საკუთარი უფლებები და ქვეყნის კონსტიტუციის” კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს შეხვდება და საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებს.


13:00   საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლეში „საქართველოს ფოსტის“  წერილის წერის კონკურში გამარჯვებული  მოსწავლეები დაჯილდოვება გაიმართება.  მისამართი: 0105, თბილისი, კარგარეთელის ქ. 6


13.00 ვროპის დღეების ფარგლებში, ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ევროინტეგრაციის საკითხებზე სხვადასხავა უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტისთვის ორდღიანი სემინარი „ევროპული WeekEnd” გაიმართება. სემინარს დაესწრება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი. მისამართი: ბაზალეთის სასწავლო ცენტრი, დუშეთი


17:00–21:00 თბილისის ბეთლემის კლდისუბანში იმართება ბეთლემის უბნის ფესტივალი.

17.00 – ფესტივალის გახსნა

17:10  – 17.30 გასართობი პროგრამა ბავშვებისათვის ჯამბაზის მონაწილეობით

17.30 – 19.30  ქალაქური ჩანახატების (ურბან სკეჩინგის) ვორქშოფი/გამოფენა

18:30 – 19:30 ლიტერატურული კონკურსი

19.00 – 20.30 კონცერტი

20.30 – 21.00 ფილმის ჩვენება: ბეთლემის უბანი კინემატოგრაფიაში

პარალელური გამოფენები:

[checklist]

  • ფოტოგამოფენა: ადამიანები ბეთლემის უბნიდან
  • თანამედროვე ხელოვნების პროექტი: ბეთლემის მიკრო-რაიონი, ფოტო-დოკუმენტაცია
  • ინსტალაცია საჯარო სივრცეში: მიგრანტები „ახალი ტფილისიდან“; ფესტივალის განმავლობაში გაიმართება თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებისა და  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.
  • [/checklist]

 


15.00 – 17.00 კონფლიქტების მართვის ინსიტტუტის ორგანიზებით კავკასიურ სახლში ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია – “იდენტობის ფორმირება” გაიმართება.


20.00  „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზში „ბლექ სი არენა“ “აეროსმიტის” კონცერტი გაიმართება.  „ბლექ სი არენას“ ტერიტორიაზე ხალხს შესვლის საშუალება 19:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ანონსი, 20 მაისი

მასალების გადაბეჭდვის წესი