ახალი ამბებისაზოგადოება

“მზიურში” ბობმბი ვერ იპოვეს, “პრაიდის” ჩვენება ჩაიშალა

19 მაისი, 2017 • 4764
“მზიურში” ბობმბი ვერ იპოვეს,  “პრაიდის”  ჩვენება ჩაიშალა

მზიურში, სადაც ფილმ “პრაიდის” ჩვენება ჩაიშალა, პოლიციამ ძებნის სამუშაოები დაასრულა, თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინა.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. თუმცა, დაწყებულია თუ არა გამოძიება ცრუ შეტყობინებაზე, ჯერ უცნობია.

“მზიურში” დღეს, 20.00 საათზე, მეთიუ ვარშუსის მხატვრული ფილმის, “პრაიდის” ჩვენებას გეგმავდნენ.  ღონისძიების ორგანიზატორი ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელი მარიამ ქაჯაია იყო.  ფილმის ჩვენება  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გადაწყვიტეს.

 ფილმის ჩვენების ჩაშლა სცადეს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ფილმის ჩვენების ჩაშლა სცადეს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ფილმი მარგარეტ ტეთჩერის პრემიერ- მინისტრობის დროს, ბრიტანეთში მაღაროელთა საყოველთაო გაფიცვისას განვითარებულ რეალურ ამბავს მოგვითხრობს. მაშინ, გაფიცულებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ლესბოსელებმა და გეებმა მაღაროელთა მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში გადამწყვეტი რაოდენობის თანხის შეგროვება შეძლეს.

ფილმის ჩვენების ჩაშლას თავდაპირველად “მზიურთან” შეკრებილი რამდენიმე სასულეიერო პირი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ ისინი მზიურის კაფეში, სადაც ჩვენება უნდა გამართულიყო, არ შეუშვა.

შენობაში შევიდნენ ფილმის ჩვენების ორგანიზატორები და მათი ნაწილი, ვისაც ფილმის ნახვა სურდა. თუმცა დაახლოებით 20.30 საათზე პოლიციამ შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, რადგანაც პოლიციის 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი