ახალი ამბები

ასაფეთქებელ ნივთიერებაზე შეტყობინების გამო “მზიურში” ფილმის ჩვენება ჩაიშალა

19 მაისი, 2017 • 3048
ასაფეთქებელ ნივთიერებაზე შეტყობინების გამო “მზიურში” ფილმის ჩვენება ჩაიშალა

შსს-ს ინფომაციით, 112- ში შევიდა შეტყობინება “მზიურის”  მიმდებარე ერთ-ერთ კაფეში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ.

“ჩვენ შესაბამისად, პროცედურის თანახმად, უნდა განვახორციელოდ მოქალაქეების გაყვანა ტერიტორიიდან”, – განუცხადა შსს-ს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს”.

ამჟამად პოლიციას კაფედან მოქალაქეები გაჰყავს, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა პირებს არ უშვებს.

მანამდე ფილმის ჩვენების ჩაშლა სასულერო პირებსა და ნინო ბურჯანაძის წევრებს სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ “მზიურის კაფეში” შესვლის უფლება არ მისცა.


მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში “პრაიდის” ჩვენება და დისკუსია 20.00 საათისთვის იყო დაგეგმილი. ჩვენების ორგანიზატორი – ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელი მარიამ ქაჯაია იყო.  ფილმის ჩვენება  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო (International Day Against Homophobia, Transphobia and Biphobia – IDAHOT) დღესთან დაკავშირებით გადაწყვიტეს.

ფილმი მარგარეტ ტეთჩერის პრემიერ-მინისტრობის დროს, ბრიტანეთში მაღაროელთა საყოველთაო გაფიცვისას განვითარებულ რეალურ ამბავს მოგვითხრობს. მაშინ გაფიცულებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ლესბოსელებმა და გეებმა მაღაროელთა მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში გადამწყვეტი რაოდენობის თანხის შეგროვება შეძლეს.

საბოლოოდ ფილმი “მზიურში” ვერ აჩვენეს.

"მზიურში" ფილმის ჩვენების ჩაშლა სცადეს

“მზიურში” ფილმის ჩვენების ჩაშლა სცადეს

18528066_1474012732673585_4555915659710703660_n

 

მზიურთან მობილიზებულია პოლიცია. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მზიურთან მობილიზებულია პოლიცია. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი