ბიჭი წვიმაში 19.05.17 ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ჭექა-ქუხილი და ძლიერი წვიმა საქართველოს ტერიტორიაზე 21 მაისამდე გაგრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდები 21 მაისამდე გაგრძელდება.

დღის განმავლობაში ქალაქში მცირედი დაბნელება კი საქართველოს სამხრეთიდან მომავალ თბილ და ამიერკავკასიის ჩრდილოეთ ნაწილიდან გადაადგილებულ ცივ ჰაერის მასებს შორის ტემპერატურული კონტრასტის შედეგია.

სააგენტოს ცნობით, პროცესი დღეს საღამოს შენარჩუნდება, ამიტომ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. შესაძლოა იყოს ძლიერი ჭექა-ქუხილი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც, ასევე, ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე ხასიათის ძლიერი წვიმა. წვიმის ინტენსივობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 21 მაისიდან შემცირდება.

20-21 მაისს მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 16-18 გრადუსი დაბლობ რაიონებში, მთიან რაიონებში- 11-13 გრადუსი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში- 9-11 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კაახეთის ტერიტორიაზე შენარჩუნდება 22-24 გრადუსი. შიდა ქართლში ტემპერატურა 21 გრადუსამდე გაიზრდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი