ახალი ამბებიკინოხელოვნება

კანის კინოფესტივალი დღეს და 20 წლის წინ [თაიმლაინი]

20 მაისი, 2017 • 7531
კანის კინოფესტივალი დღეს და 20 წლის წინ [თაიმლაინი]

კანის რიგით 70-ე კინოფესტივალი 17 მაისს არნო დესპლეჩინის ფილმით “ისმაელის მოჩვენება” გაიხსნა და 28 მაისამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ფილმის პრემიერა და ათობით ჩვენებაა დაგეგმილი. ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე კი წლის საუკეთესო ფილმს, რეჟისორს დააჯილდოებენ და ფესტივალის გრანპრის მფლობელსაც გამოავლენენ.

კანის კინოფესტივალის წლევანდელი ჟიური ფესტივალის გახნის ცერემონიაზე. წელს ჟიურის წევრები არიან მსახიობები: უილ სმიტი, ჯესიკა ჩესტეინი, ფანგ ბინგბინგი, აგნეს ჟუაო. რეჟისორები: პაოლო სორენტინო, მადენ ადე და პარკ ჩან-ვუკი. ფოტო: EPA/GUILLAUME HORCAJUELO

19 მაისს, ფესტივალის მესამე დღეს, ნეტფლიქსის ახალი ფილმის “ოკია” პრემიერა გაიმართა. გარდა იმისა, რომ საპრემიერო ჩვენება ტექნიკური ხარვეზების გამო შეფერხდა და მაყურებლის შეძახილების ფონზე გაგრძელდა, ფილმის ფესტივალზე გამოჩენას თავიდანვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თავად ჟიურის წლევანდელი თავმჯდომარის, პედრო ალმადოვარის მხრიდანაც კი. საქმე ის არის, რომ “ნეტფლიქსი” ფილმის პრემიერას დიდ ეკრანზე წელს არ გეგმავს და მის გაშვებას ონლაინ პლატფორმაზე აპირებს, რაც ალმადოვარის თქმით, საკონკურსო ფილმისათვის პრობლემურია. “ოკიაში” მთავარ როლებს მსახიობები ტილდა სვინტონი და ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებენ. ფილმს სამხრეთ კორეელი რეჟისორი ჰყავს – ეს ბონგ ჯონ ჰოს პირველი ნამუშევარია კანის კიოფესტივალზე. “ჰოლივუდ რეპორტერთან” საუბარში ის ამბობს, რომ კანში პრიზის მისაღებად არ ჩასულა და მისთვის დიდი პატივია, მაღალი დონის კინოფესტივალზე წარადგინოს ფილმი.

რეჟისოტის ბონგ ჯონ ჰო და მსახიობები: ტილდა სვინტონი და ჯეიკ ჯილენჰოლი კანში 18.05.17 ფოტო: EPA/SEBASTIEN NOGIER

რეჟისოტის ბონგ ჯონ ჰო და მსახიობები: ტილდა სვინტონი და ჯეიკ ჯილენჰოლი კანში 18.05.17 ფოტო: EPA/SEBASTIEN NOGIER

წელს ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში ასევე წარდგენილია უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმი “იუპიტერის თანამგზავრი”, რომელშიც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც თამაშობს.

მსახიობი მერაბ ნინიძე რეჟისორ კორნელ მუნდრუცოსთან და ზომბორ ჯაგენთან ერთად კანში 19.05.17 ფოტო: EPA/SEBASTIEN NOGIER

მსახიობი მერაბ ნინიძე რეჟისორ კორნელ მუნდრუცოსთან და ზომბორ ჯაგენთან ერთად კანში 19.05.17 ფოტო: EPA/SEBASTIEN NOGIER

კანის კინოფესტივალი ოფიციალურად 1946 წელს დაარსდა. წელს საიუბილეო, 70-ე ფესტივალს ატარებს. ნეტგაზეთი გთავაზობთ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ფესტივალის მთავარი პოსტერების, ჟიურისა და რჩეული ფილმების შესახებ შექმნილ “თაიმლაინს”:

მასალების გადაბეჭდვის წესი