ახალი ამბები

ნიკოლოზ ხაჩირაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კითხავს

16 თებერვალი, 2013 • • 1202
ნიკოლოზ ხაჩირაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კითხავს

ნიკოლოზ ხაჩრაშვილს, მისი თქმით სავარაუდოდ “თბილსერვისის” საკითხთან დაკავშირებით დაკითხავენ.

 

მან დაკითხვაზე შესვლამდე, მედიასთან კომენტარინ გააკეთა: “რამდენადაც ვიცი, დაკითხვის თემა არის იგივე, დასუფთავების სამსახურის საკითხის  გაგარძელება. რაც მითხრეს, გამოძიებას აინტერესებს,  2009–2010–2011 წლებში, რა ხდებოდა ამ სამსახურში .”

 

ნიკოლოზ ხაჩირიშვილი
ნიკოლოზ ხაჩირიშვილი

ხაჩირაშვილის თქმით, თუ კიდევ მიეცემა შესაძლებლობა ამ  ხალხს, სახვა უწყებებეში დაასაქმებს: “მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საზოგადოების ის აქტიური ნაწილი, რომლებიც ჩართული იყვნენ დასუფთავების სექტორში, სხვადასხვა სექტორში, სამშენებლო სექტორში, მათ აქვთ ძალიან დიდი წვლილი თავსი უბნების, ჩვენი ქალაქის სასარგებლოდ. თუ ჩვენ მოგვეცემა საშუალება რომ საზოგადოების აქტიური ნაწილი კიდევ დავასაქმოთ, დავასაქმებთ კიდეც.”

 

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი ფინანასთა სამინისტროს საგამოძიბო სამსახურმა “რიყის საქმესთან” დაკავშირებით ერთხელ უკვე დაკითხა. საკრებულოს წევრი საგამმოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე მეორედ დაიბარა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი