ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, სტრასბურგის მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის ბინიდან პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს

18 მაისი, 2017 • 3496
შსს-ს ცნობით, სტრასბურგის მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის ბინიდან პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლიდან იარაღი ამოიღეს.

მათივე ცნობით, ოთარ წოწორია დაკავებული არ არის, თუმცა, გამოძიება დაიწყო.

“ო.წ.-ს ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, რომლებზეც დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლმსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს,”- განგვიცხადეს შსს-ში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი