ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილმა შემახსენა, რომ უგულავა და მერაბიშვილი სიამოვნებით დაჯდებიან ციხეში

16 თებერვალი, 2013 • • 1665
ივანიშვილი: სააკაშვილმა შემახსენა, რომ უგულავა და მერაბიშვილი სიამოვნებით დაჯდებიან ციხეში

“მე ვიცი რეაქციები “ნაციონალური მოძრაობის” გუნდიდან. მე მინდა საზოგადოებას მივმართო და მივმართო “ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც: ახალ წლამდე მე გავაკეთე განცხადება, როდესაც აქცენტი გავაკეთე იმ დიქტატორულ კანონზე, რომლის შეცვლასაც ჩვენ ახლა ვაპირებთ. ამით პრევენცია გავუკეთეთ, რომ კანონის გამოყენებას ვეღარ მოახერხებს სააკაშვილი. იმის შემდგომ, რაც ჩვენ ეს გამოვამზეურეთ და ეს გამომზეურების პროცესი გრძელდება და ჩვენ ეს თემა მაღლა ავწიეთ და კიდევ ერთი თვე ალბათ ვაჩვენებთ საზოგადოებას, საქართველოშიც და საზღარგარეთაც, როგორი კონსტიტუცია გვქონდა ჩვენ და როგორი კანონი არსებობდა. კანონი, რომელიც პრაქტიკულად დიქტატორულ უფლებებს ანიჭებდა პრეზიდენტს და ის ვერ მოახერხებს ამ კანონის გამოყენებას, მაგრამ პარალელურად, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, რადგან უგულავაზე შემეკითხეთ, პარალელურად მე გავაკეთე განცხადება: ერთი, რომ პრევენცია ასეთი კანონის, რომ ვერ გამოიყენებენ და მეორე, იქვე განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ ამნისტიისთვის”

 

ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრა უმცირესობის წარმოადგენლებს, მოსთხოვა პროექტი, თუ როგორი სურდათ მათ ამნისტია. მისივე თქმით, უმცირესობამ გარკვეული დრო ითხოვა და შემდეგ უსუფაშვილს შეთავაზეს, რომ ერთობლივად ემუშავათ აღნიშნულ პროექტზე:

 

“მას შემდეგ, რაც უსუფაშვილმა განუცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ. ამის შემდეგ არავითარი რეაქცია ამნისტიის შესახებ ამ გუნდიდან არ ისმის. პარალელურად მე ვიცი, რომ ისინი ემოციურად გამოხატავენ “როგორ ვბედავთ უგულავას დაკითხვას ან დაბარებას”. ამ საკითხზე მინდა საზოგადოებას მივმართო საზოგადოებას და მათ რიცხვში “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებსაც, რომ მათ ჰქონდათ და აქვთ საშუალება იმუშაონ ამნისტიაზე, რადგან არ არის ჩვენი პოლიტიკური სურვილი, რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე დაისაჯოს. ამავდროულად ვაცხადებთ, რომ არ მოხდება არც ჩემი მხრიდან და არც პარტიის თუ მთავრობის წევრის მხრიდან, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს ხელი შეუშალოს ვინმემ. რომ მე დავურეკო მთავარ პროკურორს ან ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში და ასე შევაჩერო მსგავსი დაკითხვები, ეს არ მოხდება. ასეთი მთავრობა გვყავდა ჩვენ და მას უარი უთხრა საქართელოს მოსახლეობამ”. 

 

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, როდესაც იგი საქართველოს პრეზიდენტს საპატრიარქოში შეხვდა, უთხრა, რომ ეფიქრათ ამნისტიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი დაისჯება და ძალიან ბეევრს მოუწევს პასუხის გება:

 

“ამის სანაცვლოდ სააკაშვილმა შემახსენა, რომ უგულავა და მერაბიშვილი არიან გმირები და ისინი სიამოვნებით დაჯდებიან ციხეში. მე მეგონა, თუ ხუმრობდა. როგორც ჩანს, სააკაშვილს ლიდერობა არ დაუკარგავს გუნდში და მას ემორჩიელებიან და მისი იდეოლოგიაა, რაც შეიძლება მეტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დაისაჯოს კანონიერად. ამას კი ამერიკასა და ევროპაში წარმოაჩენს პოლიტიკურ დევნად. სააკაშვილის იდეოლოგია არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა მისმა თანაგუნდელმა აგოს პასუხი, რამეთუ ის მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობს,”– განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი