სტრასბურგის მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში პოლიციელები მუშაობენ

ბათუმში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში სამართალდამცავები მუშაობენ – კადრებს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

“საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პრესსამსახური გააკეთებს განცხადებას,”-განუცხადეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ამის შესახებ ამ დრომდე არ მოუწოდებია.

როგორც რუსთავი 2-თან საუბრისას წოწორიას ძმის ოჯახის ახლობელი ამბობს, ჩხრეკის მიზეზი იარაღის მოძებნაა.

ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პარლამენტის დეპუტატი, “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძეც:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი