ახალი ამბები

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს

16 თებერვალი, 2013 • 1009
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს

“ჩვენი გამარჯვება1 ოქტომბერს დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ ამ მოძრაობის სათავეში იდგა ბიძინა ივანიშვილი და ლოგიკურია, რომ იყოს აბსოლუტური უმრავლესობით მხარდჭერილი მისი კანდიდატურა საპატიო თავმჯდომარის პოსტზე”, – ასე წარადგინა საპატიო თავმჯდომარის კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ.

 

“ფორმალურია ხმების დათვლა, ყველა მომხრეა და ყველა ერთხმად უჭერს მხარს”, – განაცხადა კობახიძემ.

 

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ყრილობის მონაწილეებს.

 

ივანიშვილის განცხადებით, ის იმავდროულად იქნება კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, რომელიც 6 პარტიას აერთიანებს. მისი თქმით, მმართველი პარტიისა და მთავრობის საქმიანობა იქნება გამიჯნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი