ახალი ამბები

ზაზა გაბუნია: დავდექი იქ სადაც საზოგადოება ჩემგან ითხოვდა, რომ დავმდგარიყავი

16 თებერვალი, 2013 • • 1435
ზაზა გაბუნია: დავდექი იქ სადაც საზოგადოება ჩემგან ითხოვდა, რომ დავმდგარიყავი

“მე დავდექი იქ სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება ჩემგან ითხოვდა, რომ დამდგარიყავი. იმ კონკრეტული ამოცანის მისაღწევად, რომ დედაქალაქში ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დარჩენილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ოპოზიციაში გადავიყვანოთ. ეს არის მთავარი ამოცანა რაც მე, ზაზა გაბუნიას და “ქართულ ოცნებას” დღეს დედაქალაქში აქვს. ამ ამოცანის შესასრულებლად მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვაერთიანებ ძალებს. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი საზოგადოების დაკვეთის შემსრულებელი საკრებულო ეყოლება ჩვენს თბილისელებს. რაც მთავარია სოციალურ–ეკონომიკური ამოცანების განხორციელების პროცესში “ქართული ოცნება” როგორც დედაქალაქის საკრებულოში ისე ყველგან იქნება მხარდამჭერი ძალა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის”– განაცხადა გაბუნიამ ყრილობის დაწყებამდე. 

 

“ქართული ოცნების” მესამე ყრილობა დღეს, 16 თებერვალს, 3 საათზე დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი