ახალი ამბები

ზვავსაშიშროება გუდაური–კობის გზის მონაკვეთზე

16 თებერვალი, 2013 • • 951
ზვავსაშიშროება გუდაური–კობის გზის მონაკვეთზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

 

 

დანარჩენი სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე თავსუფალია, ხოლო კობი-სტეფანწმინდას მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი