ახალი ამბები

“ქართული ოცნების” წევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს ყრილობაზე არ შეშვების გამო

16 თებერვალი, 2013 • • 875
“ქართული ოცნების” წევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს ყრილობაზე არ შეშვების გამო

“მინდა მივმართო ბატონ ბიძინას, მაშინ, როდესაც რუსთავი რჩებოდა უოფისოდ, თებერვალში და მარტში, როდესაც იყო დაჭერები, იყო შიშის სინდრომი, მე ქართულ ოცნებას ვუშოვე ოფისი. დღეს მე არ მიშვებენ პარტიის ყრილობაზე, მაგრამ უპარტიო ხალხი, როგორიცაა ელზა ლეკვეიშვილი და სხვა არიან ყრილობაზე. მე და ჩემნაირები, რომლებიც ნამდვილად ვართ ქართული ოცნების წევრები ვართ ქუჩაში”– განაცხადა ეთერ მამაცაშვილმა. 

 

დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ 2100 კაციანი დარბაზი ყველას ვერ დაიტევს და ბოდიში მოუხადა ყველა მსურველს, რომელიც პარტიის ყრილობას ვერ ესწრება.  საგანელიძის თქმით, ყრილობას 300 მოწვეული სტუმარი ესწრება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი