ახალი ამბები

უგულავა დაკითხვაზე თავისი ნებით მივა

15 თებერვალი, 2013 • • 1164
უგულავა დაკითხვაზე თავისი ნებით მივა

“თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდებოდა, თუ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადგინდებოდა ამის აუცილებლობა.

 

სასამართლოს მიერ 2013 წლის 15 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის მერი ადასტურებს, რომ ის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში  2013 წლის 16 თებერვალს ჩვენების მისაცემად გამოცხადდება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი