ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილებით უგულავას იძულებით დაკითხავენ

15 თებერვალი, 2013 • • 989
სასამართლოს გადაწყვეტილებით უგულავას იძულებით დაკითხავენ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერს 16 თებერვალს 15:00 საათზე დაკითხავენ. თბილისი საქალაქო სასამართლოს სპიკერ მოსამართლის განცხადებით, უგულავას დაკითხვაზე მიყვანა უნდა უზრუნველყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა.

 

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოეთაკასთან მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დაზარალდა, გამოძიებას შსს აწარმოებს და სწორედ აღნიშნული საქმის ფარგლებში ორჯერ დაიბარეს გიგი უგულავა დასაკითხად, რაზეც თბილისის მერი უარს აცხადებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, მათთან დასაკითხად თბილისის მერიაში მისულიყვნენ. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია დედაქალაქის მერის მერიაში დაკითხვა, მან განაცხადა, რომ არ დაუშვებს ამ კუთხით ხელშეუხებელთა კასტის ჩამოყალიბებას.

გიგი უგულავა და მაჟორიტარობის კანდიდატები
გიგი უგულავა და მაჟორიტარობის კანდიდატები

მასალების გადაბეჭდვის წესი