ახალი ამბები

ბათუმში მეჩეთი აშენდება

15 თებერვალი, 2013 • • 1711
ბათუმში მეჩეთი აშენდება

ამ საკითხზე კომენტაკრი გააკეთა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამაც.

 

“ინფორმაცია თუ სად აშენდება მეჩეთი, არ ვიცით, მთავარია პრინციპული შეთანხმება მოხდა. აზიზიესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, თავს შევიკავებთ, მაგრამ ახალი მეჩეთი აშენდება”, – განაცხადა გურამ ოდიშარიამ. რაც შეეხება თურქეთის ტერიტორიაზე ძველი ტაძრების რესტავრაციას, მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მოგვიანებით გაიმართება პრესკონფერენცია და დეტალები შემდეგ გახდება ცნობილი.

 

მეჩეთის აშენებასა და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადება პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თურქეთში ვიზიტისას გააკეთა.

 

“ვისაუბრეთ პრობლემებზე მეჩეთის აშენების, რომელიც, მე მგონი, წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხმდით”, – განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება.

 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოს და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმების შედეგად, უნდა აშენებულიყო აზიზიეს მეჩეთი ბათუმში, რასაც საქართველოში მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ შეიძლება ახალციხეში რეაბილიტირებული ახმედის მეჩეთის ისტორიული იერსახის აღდგენა იყოს საკმარისი. 

მეჩეთი ახალციხეში
მეჩეთი ახალციხეში

მასალების გადაბეჭდვის წესი