ახალი ამბები

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

15 თებერვალი, 2013 • 2046
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისის შემოვლითი გზის (სიგრძე 17.3 კმ) 4 კმ-იან მონაკვეთზე ამ ეტაპზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია. მიმდინარეობს მდ. რიონსა და მდ. ჭიშურაზე ხიდების მშენებლობის სამუშაოები: ამ დროისათვის მდ. რიონზე დასრულებულია რკ/ბეტონის 160 ხიმინჯის, ხოლო მდ. ჭიშურაზე 16 ხიმინჯის ბურღვისა და მოწყობის სამუშაოები.

 

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა

ასევე, პარალელურად, დაიწყო ქუთაისი-გეგუთის გზაგამტარის მშენებლობა, სადაც მიმდინარეობს ბურღვისა და რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.

 

ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე (სიგრძე 25.7 კმ) კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის კმ0-კმ8-ზე და კმ14-კმ18-ზე საგზაო სამოსის საფუძვლის მოწყობის (მიწის ყრილის მოწყობა და დატკეპნა) სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პარალელურად, მიმდინარეობს გზის კუთვნილი ხელოვნური ნაგებობების – ოთხკუთხა წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მშენებლობა. ამ დროისათვის, დასრულებულია 4 წყალგამტარი მილის მოწყობა, ხოლო 4 მილზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. გზის შენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი