ახალი ამბები

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

15 თებერვალი, 2013 • • 1123
ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

“გიორგი ტურისტი სახლში!” “შრომა უნდა დაფასდეს!” “სათანადო ხელფასები ლექტორებს!” “გვინდა სწავლების მაღალი ხარისხი!” – ასეთი სლოგანები იყო წარმოდგენილი დღეს, 15 თებერვალს მათ მიერ გამართულ აქციაზე.

 

“დღევანდელი აქციის მაშტაბები არც ისე დიდია, რადგან ჩვენ არ გვინდა სასწავლო პროცესს რამენაირად ხელი შევუშალოთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა რექტორის გადაგომაა. “გიორგი ტურისტი” უნდა იყოს სახლში და არა უნივერსიტეტში, ის საგანმანათლებლო სივრცეში არ უნდა მოღვაწეობდეს. ჩვენი ლექტორები უნდა დაფასდეს. სამარცხვინო ხელფასების გაცემა უნდა შეწყდეს და შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეთ. ძალიან მიზერული თანხებით უნდათ გამართონ განსაკუთრებული სწავლების ხარისხი, რაც შეუძლებელია, უნდა დაიხარჯოს უფრო მეტი, უფრო მეტი ინვესტია და შესაბამისად, უფრო მეტი იქნება წარმატებაც,” – ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი მირიან გეწაძე.

 

ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, მერაბ მანაგაძის თქმით, ისინი რექტორს გადადგომისთვის სამდღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 18 თებერვლიდან მასშტაბური აქციების მოწყობას დაიწყებენ:

 

“ორშაბათიდან აქციები მიიღებს ძალიან ფართო მასშტაბიან სახეს. ჩვენ გავაგრძელებთ რექტორის გადადგომის მოთხოვნას, რადგან ის ვერ ახერხებს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების აღმოფხვრას, ვერ ახერხებდა და დარწმუნებული ვართ, რომ ვერ მოახერხებს მომავალშიც.”

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით რექტორის წინააღმდეგ ორი აქცია უკვე გაიმართა. წინა აქციაზე სტუდენტებმა ღავთაძეს სიმბოლურად “ვარსკვლავი გაუხსნეს”.

აქცია წერეთლის უნივერსიტეტში
აქცია წერეთლის უნივერსიტეტში

მასალების გადაბეჭდვის წესი