18 მაისი ანონსი

ანონსი – 18 მაისი

09:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

09:00 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრება.

10:30 –  51 საჯარო სკოლაში ჩატარდება აქცია ,,მშობელი – სკოლისთანამშრომელი“.

11:00 –  სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტურის მეორე ეტაპი ჩატარდება. ოლიმპიადის მესამე ტურის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლინდა 43 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც სპეციალური კომისიის წინაშე წარადგენენ თავიანთ დაწერილ ესეს. პრეზენტაციისას შეფასდება მოსწავლეთა ზეპირი მეტყველება, პრეზენტირების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობა.  მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9).

12:00 – ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  (კუპრაძის 11) “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს სარჩელი შეაქვს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.

13:00 – კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”  პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს კონსტიტუციის პროექტის თაობაზე ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ წერილს გაასაჯაროვებს. მის: წერეთლის 116 დიდუბე პლაზა, მეორე სართული საინფორმაციო  პირველის ოფისი.

14:00 – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, შოთა რუსთაველის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) მართავს დისკუსიასა და პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ“ პრეზენტაციას.

14:30 –  “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) გივი თარგამაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა – ფარცხალაძის კორუფციული სქემა.

15:00 –  თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება შოთა პაკელიანის პროცესი. ბრალდებულის მხარდასაჭერად “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენლები, შოთა პაკელიანის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად, სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

15:00 –  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის საგანმანათლებლო პროექტის მიმდინარე საკითხებზე ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ ”BMJ“-ისთან ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის რიგით მე-5 შეხვედრას გახსნის. მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი #144, თბილისი (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი