ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წერილები სამინისტროებს და მცირე აქცია – 17 მაისი ერევანში

17 მაისი, 2017 • 4215
წერილები სამინისტროებს და მცირე აქცია – 17 მაისი ერევანში

17 მაისი – ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, სომხეთში წელსაც არამასშტაბურად აღინიშნა. 25 -ამდე მოქალაქემ ერევანში ერთსაათიანი აქცია-მსვლელობა მოაწყო.

აქცია, რომელშიც 25-ამდე ადამიანი მონაწილეობდა, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.

“მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად უსაფრთხების ზომების მიღებაა საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ჰომოფობია და ტრანსფობია დიდ პრობლემად რჩება. დღეს მხოლოდ ტურისტები იყვნენ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი. ნეგატიურ დამოკიდებულებას სექსუალური უმცირესობების მიმართ მედიაც ხელს უწყობს”, – ამბობს ალიკ უსტიანი, ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ახალი თაობის” თავმჯდომარე.

“კიდევ უფრო მეტი პრობლემა აქვთ მათ, ვინც რეგიონებში ცხოვრობს. იქ ნაკლებად ტოლერანტულია საზოგადოება. ამ თემის წევრები ნებისმიერ ფასად ჩამოდიან ერევანში განათლების მისაღებად, რომ საბოლოოდ აქ დარჩენენ”, –  ამბობს სერგეი გაბრიელანი, “ახალი თაობის” პრეზიდენტი.

გარდა ამისა, დღევანდელი დღის აღსანიშნავად სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ pink armenia სომხეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ეროვნული კრების დეპუტატებს, სამინისტროებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, პროკურატურას და პოლიციას წერილები მისწერა.

აღნიშნულ წერილებში, სხვადასხვა კვლევასა და ანაგარიშზე დაყრდნობით, სომხეთში ლგბტ თემის ადამიანებთან დაკავშირებული სიტუაციაა აღწერილი და ის რეკომენდაციები წერია, რომლებიც ორგანიზაციამ სხვადასხვა უწყებას მიაწოდა.

დროშა ერევანში დიდი ბრიტანეთის საელჩოს შენობაზე

დროშა ერევანში დიდი ბრიტანეთის საელჩოს შენობაზე

2017 წლის 17 მაისი ერევანში

2017 წლის 17 მაისი ერევანში

2017 წლის 17 მაისი ერევანში

2017 წლის 17 მაისი ერევანში

2017 წლის 17 მაისი ერევანში

2017 წლის 17 მაისი ერევანში

“19 წლის ვიყავი, როდესაც  დედაჩემს ვუთხარი ამის შესახებ. იმ პერიოდის გახსენებაც არ მინდა. ძალიან რთული იყო. ტრანსგენდერები- იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ექიმებით დამთავრებული- ყველგან დისკრიმინაციას განვიცდით”,- ამბობს ტრანსგენდერი ლილიტ მარტიროსიანი, რომელმაც სომხეთში ტრანსგენდერთა უფლებებზე მომუშავე პირველი ორგანიზაცია დააფუძნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი