ახალი ამბები

ილია II-ის რჩევები ცოლ-ქმრისთვის

17 მაისი, 2017 • 4860
ილია II-ის რჩევები ცოლ-ქმრისთვის

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ ექვსშვილიანი ოჯახები დალოცა და მისი კურთხევით 100 ოჯახს “თავდადებული მშობლის” სიგელები და ჟურნალი “ბედნიერი ოჯახი” გადაეცათ, რომელშიც პატრიარქის წერილია. წერილში ილია მეორე მეუღლეებს მიმართავს და ამბობს, რომ “მიუხედავად დიდი სიყვარულისა”, ისინი ბოლომდე არ უნდა “გაუშინაურდნენ” ერთმანეთს.

“იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას. თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი. ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ,” – ამბობს ილია მეორე.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მეუღლეებმა ერთმანეთი არ უნდა დაამცირონ და ღირსება უნდა შეინარჩუნონ. ილია მეორის თქმით, მნიშვნელოვანია მათ შორის ურთიერთგაგება. ასევე პატრიარქი მრევლს შვილების აღზრდასთან დაკავშირებითაც აძლევს რჩევებს და სთხოვს მათ, ნუ იჩხუბებენ ბავშვების თვალწინ.

ილია მეორეს მიერ დაწერილი წინასიტყვაობა ჟურნალში "ბედნიერი ოჯახი"

ილია მეორეს მიერ დაწერილი წინასიტყვაობა ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი”

მასალების გადაბეჭდვის წესი