ახალი ამბები

სოზარ სუბარი: სულ მალე ევროპული სტანდარტის ციხე გვექნება

14 თებერვალი, 2013 • • 1056
სოზარ სუბარი: სულ მალე ევროპული სტანდარტის ციხე გვექნება

ხვალ მინისტრი ქუთაისის მეორე ციხესაც დაათვალიერებს და იქ არსებულ მდგომარეობას შეფასებს. 

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

“ვათვალიერებ დასავლეთ საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობას. ვიყავი ბათუმშიც. დავათვალიერე გურიაში ციხის მშენებლობის პროცესი და ძალოან კარგი ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა და მალე დასრულდება” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისი თქმით, გეგეუთის ციხეში 2600 პატიმარი იყო და ახლა 1 100 –მდე შემცირდა: “კლების ტენდეცია მიდის. მკვეთრად არის გაუმჯობესებული კვება, მოგვარდა ჯანდაცვის პრობლემები. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვიფიქროთ. შეიძლება აქ სასწავლო დაწებულება აღვადგინოთ როემლიც იყო და დასაქმების რაღაც შანსები გაჩნდეს. ბევრი რამის გაკეთების საშუალებაა, როცა ადამიანური და სწორი მიდგომა იქნება.”

 

სოზარ სუბარის ინფორმაციით, დღეს  გეგუთის ციხიდან 40 –მდე პატიმარი გათავისუფლდა: “პირველი ნაკადი ჩემს მოსვლამდე იყო, ბოლოს 10 პატიმარი, ციხიდან ჩემი მოსვლის დროს გავიდა. შევხვდი და გავესაუბრე მათ. ზოგადად კარგი მდგომარეობაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყველა პატიმარს თავისუფლება უნდა, სხვა საჩივარი პრაქტიკულად აღარ არის. არიან ადამინები, რომლებიც უკანონოდ არიან დასჯილები, ასეთ ადამაინებს ვუხსნით, რომ იუსტიციის სამინიტეროში იქმნება კომისია, რომელიც მათ საქმეებს გადახედავს. ცოტახანში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება. შიდა მაღაზიებში ვაჭრობამ დაიკლო, რადგან რასაც ყიდულობდნენ ახლა სახელმწიფო აძლევთ. სხვა მხრივ კარგი მდგომარეობაა და  ძალიან მალე ევროპული სტანდარტის ციხე გვექნება. “

 

მასალების გადაბეჭდვის წესი