ახალი ამბები

ქუთაისის რესურსცენტრის უფროსმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

14 თებერვალი, 2013 • • 986
ქუთაისის რესურსცენტრის უფროსმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელი აღარ ჰყავს.  რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო ლოსაბერიძაემ ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მან სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა:

“გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე.”

კითხვაზე, განცხადება მისი სურვილით დაწერა თუ არა, ლოსაბერიძე ამბობს, რომ მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.

თუმცა  newpress.ge-სთვის მიცემულ კომენტარში ის ამბობს, რომ განცხადება სურვილის საწინააღმდეგოდ დაწერა:

„გათავისუფლების შესახებ განცხადება დავწერე. თუმცა, ეს ჩემი  სურვილით არ გამიკეთებია. მიზეზებზე კომენტარს  ვერ  გავაკეთებ.“


 შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით რესურსცენტრების ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა. სამინიტროს მიერ გამოცხადებული  კონკურსის ვადა მიმდინარე წლის 5 თებერვალს ამოიწურა. შედეგები კკკი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ანდრო ლოსაბერიძემ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი 2011 წლის ნოემბერში დაიკავა. 2006–2010 წლებში კი „ნაციონალური მოძრაობის” კვოტით  ქუთაისის საკრებულოს  წევრიიყო. .

მასალების გადაბეჭდვის წესი