ახალი ამბები

ციხის ექიმებმა ახალი ინსტრუქციები მიიღეს

14 თებერვალი, 2013 • 1048
ციხის ექიმებმა ახალი ინსტრუქციები მიიღეს

“0 -მდე უნდა შემცირედეს პატირმებში ქრონიკული დაავადებით გამოწვეული სიკდილობის მაჩვნებელი,”- განუცხადა ექიმებს თალაკვაძემ.


წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის მოადგილის თქმით, პასუხისმგებლობა ციხის მთავარ ექიმებს დაეკისრება. გამონაკლისი შემთხვევები იქნება  სიკვდილის უცაბედი შემთხვევები, რომელთა გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.


ციხის მთავარ ექიმებთან სამუშაო შეხვედრა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, არჩილ თაკალვაძემ და სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ნათია ლანდიამ დღეს, 14 თებერვალს გამართეს. 

 

მამუკა მდივანის, ქუთაისის მეორე საპყრობილის მთავარი ექიმის თქმის, ხელისუფლების ცვლილების სასჯელასღრულების სისტემის ჯანდაცვის სფეროში დიდი ცვლილები მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად ის პატიმართა სამოქალაქო ჯანდაცვის დასეწებულებებში გადაყვანასა და მკურნალობას ასახელებს.

 

“კერძო კლინიკებში ხდება მათი გადაყვანა, სადაც ყველანაირი დიაგნოსტიკური მანიპულაცია და მკურნალობა უტარდებათ. სამწუხაროდ, წინა რეჟიმის მსხვერპლი უამრავი პატიმარი აღმოჩნდა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ყველა დაავადების მხრივ, დაწყებული უროლოგიიდან დამთავრებული ფსიქიკური დაავადებებით. ვაკეთებთ მაქსიმუმს,”- ამბობს ციხის მთავარი ექიმი. 

 

მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ პენიტენციურ სისტემას საკუთარი სამედიცინო დაწესებულებები არ გააჩნია, სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება პატიმართა მკურნალობა.


“ამის გამო, ძალიან დიდ თანხებს ვუხდით, მაგალითად, “ალდაგს”. წარმოიდგინეთ, ჩვენს დაწესებულებაში 1300 პატიმარია. მათგან 99% სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვს. ვფიქრობ ვერ გაგრძელდება ასე დიდიხანს. უფრო სწორი და პრაქტიკული იქნებოდა საკუთარი დაწესებულების მშენებლობა, როგორც ვიცი ამაზე უკვე არის საუბარი,”- ამბობს მდივანი.

 

თუ პატიმართა კერძო კლინიკებში მკურნალობა გაგრძელდება, ჯანდაცვის დანახარჯებს, როგორც მამუკა მდივანი ამბობს, ვერც ამნისტია შეამცირებს. 

 

“საქმე არ შემცირებულა ამნისტიის შედეგად. ხდება პატიმართა უკან შემოდინება. ბევრი გათავისუფლდა, მაგრამ არ არის სამუშაო და იძულებული იქნებიან ისევ ჩაიდიდნონ დანაშაული და უკან დაგვიბრუნდებიან,” -აცხადებს ქუთაისის მეორე დაწესებულების მთვარი ექიმი.


სასაჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო სამი თვის განმავლობაში მსჯვარდებულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტების უზრუნველყოფისა და სიკვდილობის შესახებ მონაცემები, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. მანამდე კი, პენიტენციური ჯანდაცვაში 100 დღის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს. სამინისტრო ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ სფეროში დაფიქსირებულ ხუთ მიღწევას გამოყოფს:

 1. სიკვდილობა ყოველ 10 ათას მსჯავრდებულზე, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.6-ჯერ შემცირდა. სამინისტროს მონაცემებით, ბოლო სამ თვეში 10 ათას მსჯავრდებულზე სიკვდილობა ამ სამ თვეში იყო 3, ხოლო წინა ანალოგიურ პერიოდში – 17;

 

2. გაიზარდა ხელმისაწვდომობა კვალიფიციურ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე, კერძოდ, სამინისტროს ცნობით, 2473 მსჯავრდებული იქნა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გადაყვანილი, ხოლო წინა ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი იყო 484;

 

3. დაიწყო მუშაობა სასჯელაღრსულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაზე;

 

4. გაიხსნა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც მიღწეულია სრული სეპარაცია ტუბერკულოზის სხსვადასხვა ფორმით დაავადებულ ჯგუფებს შორის და მსჯავრდებულთა ჩართულობა მკურნალობის პორცესში გაზრდილია.

 

5. შემუშავდა სამედიცინო პროტოკოლი ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი