ახალი ამბები

“საქართველოს ბანკი” სამხედრო მოსამსახურეების ვალების რესტრუქტურიზაციას მოახდენს

14 თებერვალი, 2013 • • 930
“საქართველოს ბანკი” სამხედრო მოსამსახურეების ვალების რესტრუქტურიზაციას მოახდენს

ვაკო ავალიანის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც თებერვალსა და მარტში “საქართველოს ბანკს” რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართავენ, შემდეგი პირობებით ისარგებლებენ: 

 

ვაკო ავალიანი
ვაკო ავალიანი

შეძლებენ სესხის გაერთანებას, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ვალდებულება აქვთ, შეძლებენ ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობას, შეეხებათ მნიშვნელოვანი შეღავათი უკვე დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე.

 

ვაკო ავალიანის განცხადედებით, მაქსიმალური მოქნილობით განისაზღვრება ბანკში მათთვის  ყოველთვიური შენატანი და რესტრუქტურიზაციის პერიოდი  შეიძლება შეადგენდეს 4 წლამდე ვადას.  სხვა დეტალები ბანკის და მოვალის ურთიერთობის შედეგად გაირკვევა. 

 

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასი “საქართველოს ბანკში” ჩაერიცხებათ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი