ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი: ვილნიუსის მატარებელი არ ჩაივლის

15 თებერვალი, 2013 • • 1242
ალექსი პეტრიაშვილი: ვილნიუსის მატარებელი არ ჩაივლის

ეს განცხადება, ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ეთერში გადაცემა “მთავარ კითხვაში” განაცხადა. 

 

“ვილნიუსის მატარებელი არ ჩაივლის.  ხელშეკრულებების დადებას და მოლაპარაკებს დასრულებას  საფრთხე არ ემუქრება, გარწმუნებთ, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი”. 

ალექსანდრე პეტრიაშვილი
ალექსანდრე პეტრიაშვილი

მისი თქმით ქვეყანაში სექმნილი პოლირილური ფონი მოლაპარაკებებზე გავლენას იქონიებს: “ძალიან გულბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს პროცესები გავლენას არ ქონიებს. ამას სჭირდება სიტუაციების ახსნა. უმცირესობის საუბრები მასობრივ დაპატიმრებებზე ჰაერში რჩება. იქნებ ვინმემ მითხრას უმცირესობიდან რამდენი მაღალჩინოსანია ამ ეტაპზე დაკავებული. რომელ ქვეყანში შეურჩენიათ ერთი ევროცენტი სხვა გავლენიანი პოლიტიკოსებისათვის. ეს საკმაოდ ნორმალურია როცა პასუხი უნდა მოეთხოვოთ. რა ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში, როცა 5 მილიარდი გაქრა. რას აკეთებდნენ, მომღერლები დასუფთავების სამსახურში, როგორც “ალპინისტ დამლაგებლები”. ამაზე ჩვენ გვაქვს სწორი პოზიცია. უნდა დაიკითხნენ ადამიანები სასამართლო გადაწყვიტავს, ყოველგვარი იუსტიციიას მინისტრის და პროკურორის გარეშე.”

 

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, რეალისტური მოლოდინი და მთავრობა  ძალისხმევას არ იშურებს: ” ვილნიუსის სამიტამდე მოლაპარაკების დასრულება შესაძლებელია. ხელმოწერა დოკუმენტაციაზე მნიშვმელოვანია.  ტყუილად ნუ ეცდება პრზიდენტი, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში თუ ხელმოწერა არ შედგება ამაში ხელისუფლება დაადანაშაულოს. არ შეიძლება ჩვენი პარტნიორებით მანიპულირება და თამაში. საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტამდე,  ქვეყანაში უნდა ჩამოვიდეს ევროკომისარი მალსტრომი. შიდა პროცედურების გამო, მალსტრომი როცა ჩამოვა, ჩამოიტანს გეგმას. ” 

 

პეტრიაშვილის განცხადებით, კარგი შედეგი იქნება, თუ ვილნიუსის სამიტზე გამოცხადეება, რომ საქართველო გადავიდა მეორე ეტაპზე: ” ამის მერე პოლიტიკუირ გადაწყვეტილება იქნება მისღები. ეს არის პროცესი. თანაარსებობასთან დაკავშირებით, პრინციპული პოზიცია აქვს. დავით უსუფაშვილის და დავით ბაქრაძის მიერ კეთდება განცახდებები, რომ იდგმება ქმედითი ნაბიჯები მოლაპარაკებების დასრულებისკენ და სეთანხმებისკენ” . 

მასალების გადაბეჭდვის წესი