ახალი ამბები

დეპუტატის შვილი ავტოავარიაში დაიღუპა

17 მაისი, 2017 • 4757
დეპუტატის შვილი ავტოავარიაში დაიღუპა

16 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული 21 წლის ბექა ხახუბია პარლამენტარის, ირაკლი ხახუბიას შვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის, მე -5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი