ახალი ამბები

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს

14 თებერვალი, 2013 • 964
თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს

ევროპარლამენტარები და აღმოსავლეთ ევროპული პარლამენტის წევრები განიხილავენ მათი ურთიერთობების მიმდინარეობას, თანამშრომლობით მიღწეულ შეთანხმებებსა და სამოქმედო გეგმებს.

 

შეხვდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის საგანია მოხსენება – “რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში”, რომელიც შემდგომ პლენარულ სხდომას გადაეცემა საბოლოო ცვლილებებისა და დამტკიცებისათვის.

 

კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინგრეცაიის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და ევროპარლამენტარი გუნარ ჰოკმარკი.

 

შეხვედრა გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას. 

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაცია მოხდა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში. ასამბლეა შედგება 120 დეპუტატისაგან: 60 წევრი ევროპარლამენტიდან და 10 დეპუტატისაგან თითოეული 6 ქვეყნის პარლამენტებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა. (ბელორუსის საკითხი ჯერჯერობით ღიაა – ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა, განსაკუთრებით 2010 წლის არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობა შეაფერხეს.) ეს ინსტიტუტი არის ფორუმი საპარლამენტო დიალოგისათვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის საერთო ინტერესების სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთაშორის კავშირები და მრავალი სხვა.

 

ევრონესტი წელიწადში ერთ პლენარულ სხდომას ატარებს. ხოლო მისი 4 კომიტეტი ორ-ორ სხდომას. რეგულარულად იმართება ასამბლეის ბიუროს სხდომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი