ახალი ამბები

“საქართველოს რკინიგზის” ხაშურის სალიანდაგო სამსახური გაფიცულია

14 თებერვალი, 2013 • • 1175
“საქართველოს რკინიგზის” ხაშურის სალიანდაგო სამსახური გაფიცულია

“საქართვლოს რკინიგზის” პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკების დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რადგან ადმინისტრაციის წარმომადგენლები კომპანიის ცენტრალურ ოფისში არ დაბრუნებულან.

რკინიგზა
რკინიგზა

“საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ ხაშურის სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები, 13 თებერვალს გაიფიცნენ და ამ აქციას 14 თებერვალსაც პერმანენტულად გააგრძელებენ. ისინი კომპანიის ადმინისტრაციისაგან ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

 

“საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ გაფიცვის მიუხედავად, რკინიგზის მოძრაობა ზესტაფონი–გორის მონაკვეთზე არ შეფერხებულა. ტვირთების გადაზიდვის და მგზავრთა გადაადგილების შეფერხება მოსალოდნელი არ არის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი