ახალი ამბები

ეკა ბესელია და არჩილ თალაკვაძე ნდობის ჯგუფის წევრებად წარადგინეს

16 მაისი, 2017 • 2129
ეკა ბესელია და არჩილ თალაკვაძე ნდობის ჯგუფის წევრებად წარადგინეს

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტის ბიურის სხდომაზე ნდობის ჯგუფის წევრებად დეპუტატები – ეკა ბესელია და არჩილ თალაკვაძე წარადგინეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე შევიდა მიმართვები იმის თაობაზე, რომ ნდობის ჯგუფის წევრებად  ეკა ბესელია და არჩილ თალაკვაძე წარადგინეს. ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის წარდგენილი, ხოლო არჩილ თალაკვაძე- მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრთა სახელით.

პარლამენტის აპარატის განცხადებით, პარლამენტისთვის წარდგენამდე უნდა შემოწმდეს თითოეული კანდიდატის დოკუმენტაცია. ამ პროცედურების გავლის შემდეგ კი პარლამენტის პლენარული სესია ამ საკითხის ცნობას მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი