ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რაულ ხაჯიმბას ულტიმატუმი ნილ სკოტს: თქვენგან მხოლოდ დახმარება არ გვინდა

16 მაისი, 2017 • 5296
რაულ ხაჯიმბას ულტიმატუმი ნილ სკოტს: თქვენგან მხოლოდ დახმარება არ გვინდა

სოხუმში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში, ნილ სკოტისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც აფხაზური მხარის გამოცემა აპსნიპრესი წერს, მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო საქმიანობა განიხილეს.

“არსებობს საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა გზა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც აფხაზური მხარისთვის, ასევე მათთვის, ვინც უშუალო კავშირშია ამ გადაწყვეტილებების მიღებასთან. თუმცა ჩვენ გვსურს შედეგი”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

გამოცემის ცნობითვე, “რაულ ხაჯიმბამ მტკიცე პოზიცია დააფიქსირა: მოდით, მოვილაპარაკოთ ასე: თქვენ ჩვენ გვაღიარებთ! ამ მიმართულებით თქვენი დახმარება უფრო ქმედითი იქნებოდა. მე ვსაუბრობ ზოგადად ჩვენი ქვეყნის აღიარების შესაძლებლობაზე სხვა სახელმწიფოების მიერ. არ გვინდა უბრალოდ გვეხმარებოდეთ. გამოდის, რომ ვცხოვრობთ და ამავე დროს გვმართავთ. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი პროცესი შეიძლება დაუსრულებელი იყოს. საჭიროა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება. საქართველო იძლებული იქნება, აფხაზეთი აღიაროს, და მაშინ დიალოგიც სხვანაირად განვითარდება.  მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც საერთაშორისო საზოგაოდება გვიწევს, მაგრამ ის ოდესმე უნდა დამთავრდეს. რუსეთის ფედერაციაც ძალიან ეხმარება აფხაზეთს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ფეხზე დავდგეთ. მაგრამ ეს დახმარება ყოველთვის არ იქნება. სახელმწიფოს სჭირდება დამოუკიდებელი კავშირები მსოფლიოსთან, ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებში საკუთარი შესაძლებლობების განვითარება. მთელი ეს დრო კი არ გვაძლევთ შესაძლებლობას, ჩვენთვის მოხაზული ჩარჩოებიდან გამოვიდეთ – ეს არ არის აფხაზეთისთვის საუკეთესო სიტუაცია”.

ოფიციალური ინფორმაციითვე, აფხაზეთის ტერიტორიზე გაეროს მხარდაჭერით სამი ორგანიზაცია საქმიანობს, რომელთა ძირითადი სფეროებია სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი