კობახიძის დაზუსტება: შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და არა სოციალისტები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რას გულისხმობდა, როდესაც გუშინ, 15 მაისს, კონსტიტუციის სახალხო განხილვაზე მისულ ახალგზრდებს, რომლებიც შრომის ეფექტური მექანიზმის შექმნას მოითხოვდნენ, კომუნისტები უწოდა.

ეს განცხადება მან საქართველოს პარლამენტში დღეს, 16 აპრილს, გამართულ ბრიფიგზე გააკეთა.

კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ახალგაზრდებისთვის გაუნათლებლები არ უწოდებია და ეს მისი ლექსიკა არ არის.

“რაც შეეხება, პირველ რიგში, სოციალიზმის და კომუნიზმის ერთმანეთისგან განსხვავებას, მე შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და არა სოციალისტები. სოციალიზმთან და სოციალ-დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო იმ მიდგომებს, რომლებსაც გამოხატავენ ეს ადამიანები და სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები. კომუნიზმი არ შეიძლება საქართელოში გახდეს როგორც ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც რაიმე პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს… კომუნიზმის დრო, მადლობა ღმერთს, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 1990-იანი წლების დასაწყისში.

რაც შეეხება გაუნათლებლებს, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა  გუშინდელ შეხვედრაზევე ამას. მე მოვუწოდე ახალგაზრდებს, რომ მათ იარონ ცოდნის გზით, ისინი ახლა არიან იმ ასაკში, როდესაც უნდა შეიძინონ ცოდნა. მას შემდეგ, რაც შეიძენენ ცოდნას, ბუნებრივია, გაიფართოებენ თვალსაწიერს და ეს მისცემს მათ იმის საშუალებას, რომ სხვანაირად შეხედონ რაღაცებს, მაგალითად, არ შეხედონ კომუნისტის თვალით გარკვეულ მოვლენებს, ეს იყო ჩემი მოწოდება. რაც შეეხება უცოდინარს და გაუნათლებელს, ეს  ტერმინი გამოიყენა ბატონმა სანდრო ბრეგაძემ. ეს არის მისი ლექსიკა, ეს არ არის ჩემი ლექსიკა, შესაბამისად, მე ასეთი ლექსიკით არ ვსაუბრობ,”- აბობს კობახიძე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი