მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: თბილისში კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა კვლავ გაიმართება

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თბილისში აუცილებლად ჩატარდება კონსტიტუციის  საყოველთაო-სახალხო განხილვა.

გუშინ, 15 მაისს, თბილისში საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა.

“თბილისში აუცილებლად ჩატარდება, გაგრძელდება, ზოგადად, საყოველთაო-სახალხო განხილვები. კანონიც ამას ითვალისწინებს, რომ მინიმუმ 1 თვის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს. ჩვენ კომისიაზე განვიხილავთ ამ საკითხებს და ორგანიზაციულ დეტალებზე შემდეგ მოგახსენებთ. რაც შეეხება უსაფრთოხოების და სხვა საკითხებს, ვიქნებით ყურადღებით ყველა  დეტალის მიმართ და შევეცდებით, მაქსიმალურად, ერთი მხრივ, დემოკრატიულ გარემოში და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი რომ იყოს უსაფრთხოებაც, პროვოკაციის თავიდან არიდებაც, შესაბამის ზომებს მივიღებთ,”- განაცხადა მდინარაძემ

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი