ახალი ამბები

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას დაკითხვა მიმდინარეობს

16 მაისი, 2017 • 1892
სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას დაკითხვა მიმდინარეობს

გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას დღეს, 16 მაისს, ამ წუთებში კითხავენ – ამის შესახებ ნეტაგზეტის აუდიტის სამსხურში განუცხადეს.

სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურის განცხადებითვე, დაკითხვა ლაშა თორდიას სახლში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, დღეს ლაშა თორდია თავს უკეთ გრძნობს.

ლაშა თორდიას განცხადებით, მას 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი