ახალი ამბები

16 მაისის ანონსი

15 მაისი, 2017 • 2904
16 მაისის ანონსი

09:30 – სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მართავს საერთაშორისო კონფერენციას – საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირპერსპექტივები და გამოწვევები.

11:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება გახსნის ცერემონია.

მისამართი: ასათიანის ქ#9

11:00 საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გამართავენ ერთობლივ პრესკოფერენციას თემაზე: “საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება”.

მისამართი: ბიზნეს ასოციაციის ოფისი (ლეონიძის ქ # 2; ბიზნესცენტრი “ტაბიძის 1” მე-2 სართული).

11:00 ნაციონალური სამოსის სახლში პრესკონფერენცია გაიმართება  18 მაისს საქართველოს 25 ქალაქსა და საზღვარგარეთ 12 ქალაქში ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამის შესახებ.

საკონტაქტო პირი: მარიამ ონეზაშვილი, ერთ-ერთი ორგანიზატორი და PR მენეჯერი – 599 18 07 44

11:30 ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში, მოძრაობა ,,ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ორგანიზაცია ,,სამოქალაქო სოლიდარობის” ერთერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი გამართავენ პრესკონფერენციას

თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩაშლილი სახალხო განხილვა, იგეგმება თუ არა სხვა განხილვების ჩაშლაც, NDI, ოჯახის განმარტება, მიწების უცხოელებზე გასხვისება და მიმდინარე პოლიტიკური თემები

12:00 კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძემ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში სიგელებსა და საჩუქრებს გადასცემს. შედგება ასევე, იმ ღონისძიებების პრეზენტაცია, რომლებიც 18 მაისს – მუზეუმების საერთაშორისო დღეს და 27 მაისს – აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებშია დაგეგმილი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი